ნეფე-დედოფალი თბილისის ქუჩებში ველოსიპედით დასეირნობს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2020 20:01

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სიძე-პატარძალი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით გადაადგილდება.

"პრაიმ-ტაიმის" ინფორმაციით, ეს ნეფე-პატარძალი ქართველი წყვილია – ქეთევან კვირკველია და ნიკა ჟღენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდა, მათ შორის აკრძალულია ქორწილების ჩატარებაც. წყვილი არც ხვალინდელ დღეს დაელოდა. როცა ავტომობილებით მოძრაობა უკვე ნებადართული იქნებოდა. მათ დღეს ცარიელ ქუჩებში ველოსიპედებით ისეირნეს და თავიანთი სიყვარულის ოფიციალური ნაწილიც ასე აღნიშნეს.