100-მდე ძაღლი მოკლეს და აწამეს, არავინ დასჯილა – თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი განცხადებას ავრცლებს
ამობეჭდვა · 29 / 04 / 2020 20:31
100-მდე ძაღლი მოკლეს და აწამეს, არავინ დასჯილა – თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი განცხადებას ავრცლებს

ბოლო 4 თვეში 100-მდე ძაღლი მოკლეს და აწამეს – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"როდემდე !!!
უნდა აფარებდეს პოლიცია ხელს ძაღლის მკვლელებს?
როდემდე უნდა დაეთრეოდნენ დაუსჯელი საზოგადოების ეს აყროლებული ფურუნკულები?
ბოლო 4 თვის განმავლობაში 100 - ზე მეტი შემთხვევა მოხდა ძაღლის წამების და მკვლელობის. არც ერთი კრიმინალი არ დასჯილა.
დღეს, პოლიციის უმოქმედობით გათამამებულმა მანიაკებმა, კიდევ ერთი უდანაშაულო ძაღლი მოკლეს
თბილისში, აეროპორტის დასახლებაში.
როდემდე ბატონო პოლიციელებო?", - ნათქვამია განცხადებაში.

როდემდე !!! უნდა აფარებდეს პოლიცია ხელს ძაღლის მკვლელებს? როდემდე უნდა დაეთრეოდნენ დაუსჯელი საზოგადოების ეს აყროლებული...

Posted by Tamaz Elizbarashvili dog shelter on სამშაბათი, 28 აპრილი, 2020