"ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია” – მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიაზე
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2020 14:07
"ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია” – მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ვა­ჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში წერს:

"სამი თვე ისე გავიდა,რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია,ტვინი რომელიც მოკლებულია აღქმას,ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა,მეტყველება ნულის დონეზეა,ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა... , მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ,სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის,რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!! ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს ,დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ , თავს ვერაფრით გაიმართლებთ !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი,მკვლელი , მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს"- წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

Posted by Manana Archvadze-Gamsakhurdia on პარასკევი, 01 მაისი, 2020