კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც იტალიური კომპანია მუშაობს, თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2020 15:53
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც იტალიური კომპანია მუშაობს, თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც იტალიური კომპანია Takis-ი მუშაობს, თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სააგენტო ANSA-ს ცნობით, ვაქციანსთან ერთად თაგვების ორგანიზმში შეყვანილმა ანტისხეულებმა ვირუსის გავრცელება შეაჩერეს. კვლევა რომის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა შემოდგომაზე დაიწყება.