მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული მიტროპოლიტი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2020 16:07
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული მიტროპოლიტი გარდაიცვალა

მოსკოვში ასტრახანისა და კამიზიაკის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი იონა (იური კარპუხინი) გარდაიცვალა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, 78 წლის მიტროპოლიტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია გახდა.

მიტროპოლიტი იონა ასტრახანისა და კამიზიაკის ეპარქიას 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასულიერო მოღვაწეობა შეწყვიტა.