გერმანიამ საზღვრებზე კონტროლის რეჟიმი 15 მაისამდე გაახანგრძლივა
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2020 17:09
გერმანიამ საზღვრებზე კონტროლის რეჟიმი 15 მაისამდე გაახანგრძლივა

გერმანიაში საზღვრებზე კონტროლის რეჟიმი 15 მაისამდე გახანგრძლივდა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო გერმანიამ საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის საზღვრებთან მკაცრი კონტროლის რეჟიმი შემოიღო.