ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 223 ადამიანი დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2020 17:13
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 223 ადამიანი დაინფიცირდა

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 74 ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ირანში კორონავირუსით უკვე 6 277 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ირანში კორონავირუსი 98 647 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 79 397 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 3 მაისს ირანში კორონავირუსით 47 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.