ევროკავშირი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2020 19:08
ევროკავშირი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს გამოყოფს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის დასაფინანსებლად. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკომისია საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში 1 მილიარდი ევროს შენატანს გააკეთებს. კორონავირუსთან ცხოვრება მოგვიწევს მანამ, სანამ ვაქცინა არ შეიქმნება. ამიტომაც უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ვაქცინისა და დიაგნოსტირების საშუალებების შექმნის მიზნით. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს საშუალებები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ადამიანისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიზნებისათვის 7.5 მილიარდი ევრო უნდა შევაგროვოთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.