252 442 გარდაცვლილი და 3 646 834 ინფიცირებული - კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2020 11:23
252 442 გარდაცვლილი და 3 646 834 ინფიცირებული - კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 646 834-ს მიაღწია, დაღუპულია 252 442 ადამიანი. სტატისტიკურ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს. აქ ვირუსით დაავადებულია 1,212,955 ადამიანი, გარდაცვლილია -  69,925, ხოლო 188,068 პაციენტი უკვე განკურნებულია.

ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც COVID-19 დაუდგინდა 248,301 ადამიანს, გარდაცვლილი კი 25,428 პაციენტია. ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ პოზიციას იტალია იკავებს, აქ ვირუსს 29,079 ადამიანი ემსხვერპლა, ინფექცია კი 211,938 პირს დაუდგინდა.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 28,734 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირების 190,584 შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირების 169, 462 შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, სადაც ვირუსს 25,201 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსისგან 1,200,573 ადამიანი განიკურნა.