რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 10 102 შემთხვევა დადასტურდა, 95 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2020 12:28
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 10 102 შემთხვევა დადასტურდა, 95 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის 83 რეგიონში, ბოლო 24 საათში,  კორონავირუსის 10 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 155 370-ს მიაღწია.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 95 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ მაჩვენებლით 1 451-მდე გაიზარდა.

რუსეთის ფედერაციაში ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 19 865 ადამიანი.