აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 2 060-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2020 19:05
აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 2 060-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 74 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  2 060-მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
 

covid-19-ს აზერბაიჯანში 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში დაავადებისგან 1 508 პაციენტია განკურნებული.