დავით კირკიტაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ამობეჭდვა · 09 / 05 / 2020 13:47
დავით კირკიტაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

"დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს. პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამჟამად, მთაწმინდის რაიონში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 7 ვეტერანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ. წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წელი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.