ვერაზე ახალი სპორტული მოედანის რეაბილიტაცია სრულდება
ამობეჭდვა · 12 / 05 / 2020 13:40
ვერაზე ახალი სპორტული მოედანის რეაბილიტაცია სრულდება

ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება ფ. ლაპიაშვილის ჩიხში. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა.

სამუშაოების შედეგად, 500 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო, ასევე, ლითონის ბადეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა. ამჟამად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა და მას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მთაწმინდის რაიონში პარალელურად კიდევ, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.