სოფელ გლდანში წყალარინების ქსელი ეწყობა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2020 18:42
სოფელ გლდანში წყალარინების ქსელი ეწყობა

 

გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. აღმაშენებლის და 26 მაისის ქუჩებზე,  მათ მიმდებარე ჩიხებში, ასევე გამარჯვებისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს, რაც აღნიშნულ დასახლებაში აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

პროექტის შედეგად, ჯამში, 6 000 გრძივ მეტრამდე ფართობზე წყალარინების  ქსელი  გაკეთდება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ენ ეს გრუპი’’ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 697 798 ლარია გათვალისწინებული.