იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 153 ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2020 20:51
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 153 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 153 ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ცნობით, 9 მარტის შემდეგ, ქვეყნისთვის ეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასული დღის მონაცემებთან შედარებით, მცირედით გაზრდილია კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი, რომელმაც დღეს 875 შეადგინა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 31 763-ს აღწევს, ხოლო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 224 760-ს შეადგენს.

იტალიაში კორონავირუსისგან უკვე 122 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა. „კოვიდ-19“-ზე ტესტირება კი, თითქმის ორ მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.