ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როცა ადამიანმა, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე ან ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა, მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსია, შეწყალება დაიმსახურა - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2020 16:33
ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როცა ადამიანმა, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე ან ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა, მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსია, შეწყალება დაიმსახურა - გიორგი გახარია

საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი, ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ან ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა ბიუჯეტიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, ამით რაღაცა შეწყალება დაისმახურეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილება ესმის.

„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი, ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაცა შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილიეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, პრეზიდენტს შეწყალების სრული ლეგიტიმური უფლება აქვს და მისი სრული კომპეტენციაა“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამაზე საუბარი მისთვის მაინც მეორეხარიასხოვანია, რაგდან კორონავირუსი ჯერ ქვეყანაში დამარცხებული არ არის და მეორე, მესამე ტალღის პროგნოზებიც არსებობს.

„ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად, ჩემთვის ამაზე საუბარი მეორეხარისხოვანია, რადგან არავის არ გეგონოთ, რომ ეს კოვიდი დამარცხებულია. არავის გეგონოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის, იცოდეთ, რომ მსოფლიოში სისტემური სახელმწიფოები არიან, რომლებიც დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამე ტალღას.

გაურკვევლობა არის ამ კრიზისის და გლობალური გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტი, რის პირობებშიც, პატარა ქვეყნების და ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლობა, ამ მთავრობის პასუხისმგებლობა ათმაგდება.

ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობიზილებული პირველ რიგში კოვიდის დასამარცხებლად, რომელიც ჯერ გარანტირებული არავის აქვს, მეორე რიგში ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის, მესამე რიგში რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.