პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2020 17:18
პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ქ.თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.