კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს Covid-19 მეორედ დაუდგინდა
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2020 12:36
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს Covid-19 მეორედ დაუდგინდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს Covid-19 მეორედ დაუდგინდა, - ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.

პაციენტი 6 მაისს გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში, იგი გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა.

წუხელ ღამით კი PCR ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ორგანიზმში ისევ აქვს.

„რაც ინფექციურ საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში გადმომიყვანეს ორი დღე მქონდა ტემპერატურა, სხვა რაიმე სიმპტომი არ აღმენიშნებოდა. დღეს დილით უნდა დამეტივებინა საკარანტინე სივრცე და წუხელ ღამით დადებითი აჩვენა PCR-მა”, – გვიყვება ინფიცირებული პაციენტი.

ცნობისთვის, პაციენტს კორონავირუსი პირველად 14 მარტს დაუდასტურდა. იგი ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსია.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ საჩხერის საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულ კიდევ ერთ პაციენტს ვირუსი მეორედ დაუდგინდა.