მთაწმინდის რაიონში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე N2/2-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2020 14:02
მთაწმინდის რაიონში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე N2/2-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე N2/2-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, 58 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

აღნიშნულ სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 182 ლარია გამოყოფილი.