
ასაკის შემდეგ სიმსუქნე მეორე რისკ-ფაქტორია კორონავირუსის დროს , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი ასაკის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის პირობებში. ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ-ფაქტორია“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე განმარტებით, აშშ-ში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი კი სწორედ სიმსუქნე იყო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა. ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის 5 003 155 შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, ვირუსს ემსხვერპლა 325 218 ადამიანის სიცოცხლე.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |