ნათია თურნავა - ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2020 20:05
ნათია თურნავა - ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს

უნგრეთი შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ სახელმწიფოთა შორის, საიდანაც ჩვენთან შესაძლოა, პირველი ვიზიტორები ჩამოვიდნენ. დღეს შევხვდი უნგრეთის ელჩს საქართველოში და მან დაადასტურა ის დიდი სურვილი, რასაც გამოხატავენ უნგრეთის მოქალაქეები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ასევე არის მზადყოფნა ოფიციალურ დონეზე. ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით, უნგრულმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი“, რომელიც საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს, მზადყოფნა გამოხატა, რომ ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს.