სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2020 15:45

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - Duty Free Georgia, „სქაიტელი“, „მასთერქარდი“ და „კარფური“ ჩაერთნენ.
პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გრძელდება ჩვენს მიერ წამოწყებული ძალიან კეთილი საქმის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომლითაც ყველა იმ ოჯახს ვეხმარებით, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. დღეს მინდა, თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიებს - Duty Free Georgia, „სქაიტელი“ „მასთერქარდი“ და „კარფური“. მათ მიერ შემოტანილი არამალფუჭებადი პროდუქტები დღესვე, ათივე რაიონში გადანაწილდება და იმ ოჯახებში დარიგდება, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად არსებობს. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ასევე, ყველა იმ რიგითი მოქალაქის მიმართ, ვინც ამ კეთილ საქმეშია ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 20 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ.
მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
მთავარი თემა
დავით ზალკალიანი: უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
დღის სიახლეები
16:29 13 , 2021
15:55 13 , 2021
13:38 13 , 2021
13:34 13 , 2021
12:21 13 , 2021
12:15 13 , 2021
12:10 13 , 2021
11:32 13 , 2021
11:08 13 , 2021
10:37 13 , 2021
18:30 12 , 2021
16:03 12 , 2021
13:35 12 , 2021
12:21 12 , 2021
11:13 12 , 2021
11:07 12 , 2021
10:55 12 , 2021
10:45 12 , 2021
10:15 12 , 2021
09:30 12 , 2021
17:14 11 , 2021
16:27 11 , 2021
12:45 11 , 2021
11:00 11 , 2021
10:52 11 , 2021
12:56 10 , 2021
19:08 09 , 2021
17:16 09 , 2021
17:03 09 , 2021
14:02 09 , 2021
12:56 09 , 2021
12:53 09 , 2021
11:26 09 , 2021
11:24 09 , 2021
11:22 09 , 2021
02:21 09 , 2021
19:43 08 , 2021
16:35 08 , 2021
14:24 08 , 2021
11:41 08 , 2021
ამინდი
ვალუტის კურსი
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |
კვირის TOP 5 სიახლე
ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს
22:46 06 , 2021
9 აპრილს პატრიარქი რუსთაველიდან გაიქცა და ხალხს უღალატა – ლევან ბერძენიშვილი
12:25 06 , 2021
ირაკლი მაქაცარიას რჩეული ცნობილი ექიმების შვილია
17:14 11 , 2021
თბილისის მერია "უცნობს" დააჯარიმებს
19:08 09 , 2021
ჩემი შვილი გაჩნდა მაშინ, როცა მე ვიყავი 42 წლის, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი, რაც 20 წლის გოგოს – თეა წულუკიანი
10:45 12 , 2021
შემოგვიერთდით