25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებები ხანმოკლე პაემნები აღდგება
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2020 14:22
25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებები ხანმოკლე პაემნები აღდგება

ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, 25 მაისიდან უკვე შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებებში- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, თავისებურებები დარჩება ძალაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავაითარ შემთხვევაში არ მიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია.

„პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც იყო აქამდე და ორშაბათიდან ხანმოკლე პაემნების ჩატრება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე მოსული სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. იქნება ეს პირბადე თუ სხვა“- აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ამანათების მიღების საკითხსაც შეეხო და მისი თქმით, ეს პროცესი შეუფერხებლად მიმნდინარეობს.

საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილების, რასაც მოველოდით, არ არის სახეზე. ვართ იმ ჩვეულებრივ რეჟიმში ამანათების მიღებისა, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ეს გაგრძელდება და ამ სიახლეს შეღავათს ემატება, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოკლევადიანი პაემნებიც“, – აღნიშნა წულუკიანმა.