საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2020 14:40
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ კონსტანტინიდი ამ თანამდებობაზე მიხეილ ნინუას შეცვლის.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მიხეილ ნინუას, მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც წარმატებებით გავართვით თავი ამ პრობლემას, მე მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიე და ამიტომ მიიღო ეს გადაწყეტილება.

რაც შეეხება მის შემცვლელს, უკვე პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყეტილება, რომ ამ პოზიციაზე დაინიშნოს ვლადიმერ კონსტანტინიდი, ისიც ასევე გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. ჟურნალისტებთან ჰქონდა კომუნიკაცია და სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა. მას ასევე აქვს ელჩობის გამოცდილება. ამასთან - სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი დანიშვნა და დარწუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მანამდე სხვა მიმართულებებზე იყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.