მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 10:43
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 5,306,928 ადამიანი დაინფიცირდა, 2,160,530 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 215 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ამ დროისთვის ინფექციას 340,072 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში (97,655) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (36,393), მესამეზე კი - იტალია (32,616).

ონფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს აშშ (1,645,353) იკავებს, მეორეზეა გადავიდა ბრაზილია (332,382) და მესამეზია რუსეთი (326,448).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.