საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა, 14 კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 10:49
საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა, 14 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ StopCov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

საერთო ჯამში ქვეყანაში covid-19-ის 728 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.