სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 10:58
სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩასხვრეულია მინები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

1tv.ge