ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 11:24
ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 3 პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევებია.რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულს, ის ახალგაზრდა ქალია და რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კოვიდინფიცირებულთაგან 3 არასრულწლოვანია.

პაციენტების მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსის შემდგომი გართულებების გარეშე.

ტრაილერის ზუგდიდელ მძღოლს კორონავირუსი 15 მაისს დადუასტურდა, მოგვიანებით, მისი კლასტერიდან კიდევ 6 პირს გამოუვლინდა ვირუსი. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ჯამში, მკურნალობას 29 პაციენტი განაგრძობს. ამათგან 13 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ქვეყანაში ჯამში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.