სომხეთში კორორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, 374 დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 11:36
სომხეთში კორორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, 374 დაინფიცირდა

სომხეთსი ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში covid-19-ით ქვეყანაში 6 302 ადამიანია ინფიცირებული, ვირუსმა 77 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადებისგან ჯამში 2 936 ადამიანი განიკურნა.

ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობას 3 257 პირი გადის. ქვეყანაში 49 080 ტესტია გაკეთებული.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა, ის 13 ივნისამდე იმოქმედებს.