რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 9 434 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 139 ადამიანი
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 12:03
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 9 434 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 139 ადამიანი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 882-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით რუსეთი აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მოეორე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ახალ ინფიცირებულთა შორის 3966-ს (42,0%) ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსმა 139 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანობაში გარდაცვლილია 3 388 პაციენტი.

რუსეთში covid-19 უკვე დაამარცხა 107 936 ადამიანმა.