23-24 მაისს საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 12:17
23-24 მაისს საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს მოსალოდნელია ზოგან ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს", - აცხადებენ სააგენტოში.