უკრაინაში კორონავირუსით 4000 მედიკოსი დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 12:43
უკრაინაში კორონავირუსით 4000 მედიკოსი დაინფიცირდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამედიცინო სფეროს 93 წარმომადგენელს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, რითაც ინფიცირებულ მედიკოსთა საერთო რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში covid-19-ის 20580 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსმა 605 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში დაავადებისგან 6 929 პაციენტი განიკურნა.