მექსიკაში ერთ დღეში კორონავირუსით 479 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 14:27
მექსიკაში ერთ დღეში კორონავირუსით 479 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში, მექსიკაში ახალი კორონავირუსით 2 960 ადამიანი დაინფიცირდა და 479 დაიღუპა.

საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის 62 527 შემთხვევაა დადასტურებული. რაც ც შეეხება ფატალური შემთხვევების რაოდენობას, ის 6 989-ს შეადგენს.

მთლიანობაში მექსიკაში კორონავირუსისგან 42 725 პაციენტი განიკურნა.