ჭიათურაში 29 წლის ბიჭს ეძებენ
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 14:50
ჭიათურაში 29 წლის ბიჭს ეძებენ

ჭიათურაში 29 წლის ლუკა კვებლიანს ოჯახი ერთი კვირაა ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 16 მაისს გავიდა და არ დაბრუნებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლოს ჭიათურიდან საჩხერის მიმართულებით გადაადგილებისას ნახეს.

თუ ფლობთ ინფორმაციას ლუკა კვებლიანის შესახებ, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს ან დარეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე – 595 328 000