კახა კალაძე - დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 15:08
კახა კალაძე - დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე და აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც მოგვცემენ მითითებას რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.