კახა კალაძე - უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 15:17
კახა კალაძე - უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში და ასევე, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს. 

„თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნებიან მაჟორატორი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მუშაობა დაწყებულია ამ მიმართულებით. როგორც ყველა პარტია მუშაობს, ასევე მმართველი პარტია მუშაობს.

მაჟორიტარებს რაც შეეხება, იქნება ის ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, პროფესიონალიზმი, განათლება, მათი შემდეგი საქმიანობა, რომელიც მათ უნდა განახორციელონ პარლამენტში და ა.შ. ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის”, - განაცხადა კალაძემ.