კახა კალაძე ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებაზე - პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 15:25
კახა კალაძე ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებაზე - პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების

პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება რამდენჯერმე გააკეთა.

„ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.