კახა კალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 15:57
კახა კალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა

საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შეიძლება, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ მას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ არჩევნები იმ წესით ჩატარება, რა წესითაც ათეული წლებია ვატარებთ“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.