ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 16:22
ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ 1TV.GE წერს

როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, გუშინ გადაგზავნილი 67 საკვლევი მასალიდან ერთი დადებითია.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა სოფელ მუშევანიდანაა, საიდანაც 39 ანალიზი იყო გაგზავნილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.