მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 16:32
მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ცენტრში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი უკვე დაიჭირეს. მიმდინარეობს გამოძიება.

შემტხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.