ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით 531 ადამიანი დაიღუპა, 8 797 კი დაინფიცირდა
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 20:22
ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით 531 ადამიანი დაიღუპა, 8 797 კი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებული 531 ადამიანი დაიღუპა, რითაც ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 21 579-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში covid-19-ის 8 797ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში ბრაზილიაში ინფიცირებულია 339 687 ადამიანი. ამ მონაცემებით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე არის.

ამ დროისთვის კორონავირუსისგან 135 430 პაციენტია განკურნებული.