დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იკლებს
ამობეჭდვა · 23 / 05 / 2020 20:47
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იკლებს

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს. ბოლო 24 საათში, გაერთიანებულ სამეფოში covid-19-ით 282 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ლეტალურ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 36 675-მდე გაიზარდა. ამ სტატისტიკით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 2 959 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში კი კორონავირუსით ინფიცირებულია 257 154 ადამიანი.