დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2020 10:26
დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება და მოკლევადიანი პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული.

დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

ამას გარდა, 20 მაისიდან უკვე შესაძლებელია ციხეში ამანათების შეგზავნა. მათ შორის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის. ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით იქნება მიწოდებული და გარდა საკვები პროდუქტებისა, გაივლის დეზინფექციას.

პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული ზომები 5 მარტიდან ამოქმედდა. შეიზღუდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ, ხანმოკლე გასვლის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლებაც.