საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2020 11:02
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა

ინფიცირებული პაციენტებიდან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული წილი 72%-ია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში და ეს მხოლოდ 26%-ია დადასტურებული შემთხვევებიდან. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, უკვე თითქმის 2-ჯერ მეტია მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებზე“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.