რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 350 ათასს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2020 11:58
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 350 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა და 353 427 შეადგინა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 8 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 92 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 3 633 ადამიანი ემსხვერპლა.