ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე (ფოტოები)
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2020 16:15
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე (ფოტოები)

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია. მისი საცოლე გერმანელი სპორტსმენი, სახელად სარლოტაა. ინფორმაციას ექსკლუზიურად „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ ნიკას ყოფილი ცოლი აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს.

დოროყაშვილი მისი ოჯახის დანგრევას საკუთარ მეგობრებთან საუბრისას, ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც და ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ, საქმე ბავშვზე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა სასამართლომ ბასილაშვილის დედა უდანაშაულოდ ცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო.