პროკურატურამ ბ.შ.-ს და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2020 17:00
პროკურატურამ ბ.შ.-ს და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

2020 წლის 25 მაისს, საქართველოს პროკურატურამ ბ.შ.-ს და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.-მ რ.ზ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.-მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით.