„შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“ - ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს დახმარება შეუწყვიტა და ქონებრივ დავას იწყებს
ამობეჭდვა · 25 / 05 / 2020 17:30
„შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“ - ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს დახმარება შეუწყვიტა და ქონებრივ დავას იწყებს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს და ნეკა დოროყაშვილის მიმართ ყველა სახის ფინანსურ დახმარებას წყვეტს. ამის შესახებ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

„დიახ, ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს. ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სადაო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ძვირადღირებული ბინაა.

წყარო: პრაიმტაიმი