დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 10:07
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

დღეს, 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 102 წელი გავიდა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, თუმცა საქართველოს პირველი დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. მიუხედავად ამისა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.