ნათია თურნავა - ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 10:25
ნათია თურნავა - ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას

ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.

„პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.